ჩვენ შესახებ

შპს “ჯეო-პატ”-ი დაფუძნდა 2006 წლის აპრილში. მას ხელმძღვანელობს საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული ნუგზარ ქსოვრელი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საპატენტო უწყების გამოგონების დეპარტამენტში ექსპერტად, ხოლო 2004 წლის აპრილიდან არის პატენტრწმუნებული.

შპს “ჯეო-პატ”-ის მომსახურეობა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებულ სრულ სპექტრს.

შპს “ჯეო-პატ”-თან თანამშროლობენ საპატენტო ექსპერტად, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ექსპერტად მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, იურისტები, სამედიცინო განათლების მქონე პირები, ფარმაცევტები, ბიოლოგები, ინჟინრები, ქიმიკოსები და ფიზიკოსები, რომელთა მაღალი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს მომსახურეობის მაღალ ხარისხს და შესაბამისად კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ სფეროში.

შპს “ჯეო-პატ”-ის მეშვეობით ბევრმა ადგილობრივმა, თუ უცხოურმა პირმა მოიპოვა საქართველოში უფლებები სამრეწველო საკუთრების სხვადასხვა ობიექტზე (გამოგონება, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი). კომპანია ასევე უწევს მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოგონებებზე პატენტების მოსაპოვებლად და სასაქონლო ნიშნების დასარეგისტრირებლად, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პატენტრწმუნებულებთან და საპატენტო კომპანიებთან.

შპს “ჯეო-პატ”-ი სისტემატურად უწევს მომსახურეობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მრავალ კომპანიას, მათ შორის ფარმაცევტულ კომპანიებს.