შპს "ჯეო-პატ"-ი
დაფუძნდა 2006 წელს.
ფირმა ახორციელებს
მომსახურეობას სამრეწველო საკუთრების ყველა სფეროში. ჩვენი
მომსახურეობის სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და მასში
შედის:
განაცხადის გაფორმება და მომზადება
სამრეწველო საკუთრების ისეთ ობიექტებზე როგორიცაა
გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში (მათ
შორის საერთაშორისო განაცხადები) და სასაქონლო ნიშანი (მათ
შორის საერთაშორისო რეგისტრაცია) და წარდგენა საპატენტო
უწყებაში.
სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება
სამრეწველო საკუთრების ობიექტების ავტორებს, სამუშაოთა
მიმცემსა და მესამე პირებს შორის.
სააპელაციო და
სასარჩელო განცხადების მომზადება და წარდგენა შესაბამისად
საქართველოს საპატენტო უწყების სააპელაციო პალატასა და
სასამართლოში; ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების
შესყიდვის მიზანშეწონილობის ანალიზი.
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.
სალიცენზიო მომსახურება და სხვ. (მომსახურეობის სრული
ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე).
კონსულტაცია
და ძიება სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე.
ინსპექტირება
სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების
დარღვევის გამოსავლენად.